ვინ არის დუბაიში მოკლული ქართველი გოგონა

დუბაიში მოკლული საქართველოს მოქალაქის ვინაობა „კვირასთვის“ ცნობილი გახდა. „კვირას“ ინფორმაციით, გარდაცვლილი 25 წლის ნინო ს.-ა. ნინომ საქართველო რამდენიმე თვის წინ დატოვა და დუბაიში სამუშაოდ წავიდა. იგი ღამის ერთ-ერთ კლუბში მუშაობდა. ნინო წარმოშობით ქუთაისელია, მას მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
შეგახსენებთ, რომ არაბეთის გაერთიანებული საემიროების ქალაქ დუბაის ერთ-ერთი ავტობუსის გაჩერების სიახლოვეს ქალის ცხედარი აღმოაჩინეს. სააგენტო Gulf News-ის ცნობით, დაღუპული 25 წლის საქართველოს მოქალაქეა. გამოძიების ინფორმაციით, დაღუპული სასტიკად არის ნაცემი, შემდეგ ის გააუპატიურეს და მოკლეს. გაერთიანებული საემიროების გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ქალის დაღუპვის შესახებ პოლიციას მასთან ერთად მყოფმა ქალმა აცნობა, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა.
თავდაპირველი წყარო იხილეთ ლინკზე
http://gulfnews.com/news/uae/courts/naked-body-of-woman-found-near-dubai-courts-1.1712382
13023489_10153629147759779_2121597300_n
12992339_10153629147734779_1066408059_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები