ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
ინდონეზიის სანაპიროსთან 5,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ აშშ-ის გეოლოგიური სამსახური იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 11.50 -ზე დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი კუნძულ ხალმახერაზე, ქალაქ ტობელოდან 112 კილომეტრში მდებარეობდა. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. მიწისძვრას ცუნამი არ მოჰყოლია. ინდონეზია ე.წ. ცეცხლოვანი რკალის ნაწილია. ამ ზონაში მაღალი სეისმური აქტივობა შეინიშნება.