რუს და ამერიკელ სამხედროებს შორის ბალტიის ზღვაში ინციდენტი მოხდა (ვიდეო)

რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა ბალტიის ზღვაში ამერიკული საესკადრო ნაღმოსნის უშუალო სიახლოვეს ჩაიფრინეს. ვაშინგტონში ამ ინციდენტის შესახებ ინფორმირებულები არიან და მას „პროფესიულ სამხედრო ნორმებთან შეუსაბამო მოქმედებას“ უწოდებენ.
როგორც პრესკონფერენციაზე თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯოშ ერნესტმა განაცხადა, ეს პირველი მსაგვსი ტიპის ინციდენტი არ არის და შეერთებული შტატები ძალზე შეშფოთებულებია. ამერიკული მედიის ინფორმაციით, რუსულმა თვითმფრინავებმა ამერიკულ ხომალდს 10 მეტრში ჩაუფრინეს. ეს იმ დროს მოხდა, როდესაც სამხედრო გემის ბორტიდან პოლონური ვერტმფრენი ასაფრენად ემზადებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები