ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა

ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს. დღეიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.2674 ლარია.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.2727 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0053 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. კერძოდ, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.5628 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.5954 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0326 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები