მიხეილ ხუბუტია ეკა კვალიაშვილს 10 ათას დოლარს გადაურიცხავს

   „რუსეთში ქართველთა კავშირის“ პრეზიდენტი მიხეილ ხუბუტია ცნობილ ქართველ მომღერალს ეკა კვალიაშვილს 10 ათას დოლარს გადაურიცხავს. ამის შესახებ განცხადება ეკა ხოფერიას ტელეშოუში გაკეთდა.
როგორც ცნობილია, ექიმებმა მომღერალს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს. მას ნეიროვირუსი დაუდგინეს. მედიკოსთა განმარტებით, დაავადება კვალიაშვილის სიცოცხლეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. სრულყოფილი მკურნალობისთვის მას საზღვარგარეთ გამგზავრება ესაჭიროება. მომღერლის დასახმარებლად მისი მეგობრები და კოლეგები დღეს ეკა ხოფერიას ტოქშოუში შეიკრიბნენ და საზოგადოებას დახმარებისთვის მიმართეს. ცნობილი სახეები ეკა კვალიაშვილის დასახმარებლად გაერთიანდნენ და საჭირო თანხის შესაგროვებელი ფონდიც შექმნეს.
,,ძალიან მინდა, ვნახო ჩემი შვილის წარმატებები მსოფლიოს სცენებზე. ძალიან მინდა, ვნახო, ჩემი პატარა ბიჭი როგორ გაიზრდება და როგორი წარმატებული იქნება, როგორი ბედნიერები იქნებიან ჩემი შვილები’’, – აცხადებს თავად ეკა კვალიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები