“საქართველო არ არის მაფიოზური ქვეყანა”
“საქართველო არ არის მაფიოზური ქვეყანა”- ამ სათაურით სტატია საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სტატიის ავტორის თქმით, გერმანული უწყებები წარმოაჩენენ, რომ ქართული მაფიოზური დაჯგუფებები ქურდობენ და ყაჩაღობენ გერმანიაში, მათი რეკრუტირება მათ სამშობლოში, საქართველოში ხდება.
ჟურნალისტი წერს, რომ საქართველოს მთავრობა ამას უარყოფს და კარგ საფუძვლებს ასახელებს.
სილვია შტობერი
არა, მას ამის დადასტურება არ შეუძლია, რომ ქართველებს მათ სამშობლოში მიზანმიმართულად გერმანიაში ძარცვისა და ქურდობის ჩადენისთვის ამზადებენ – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ცდილობს თავისი ქვეყნის იმიჯის გადარჩენას.
მან (იმიჯმა) კი ბოლო თვეების განმავლობაში დიდი დარტყმა განიცადა, რადგანაც მაღაზიებიდან ქურდობისა და ბინის ძარცვის მუდმივად მზარდ რიცხვებთან დაკავშირებული ინფორმაცია ქართულ მაფიას და ლეგენდარულ “კანონიერ ქურდებს” უკავშირდებოდა.
კოლეგასთან, თომას დე მეზიერესთან მღებრიშვილის ვიზიტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაშიც, ფედერალური შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილ მზარდ დანაშაულზე საუბრობს. ამაზე პასუხისმგებლები არიან “კარგად ორგანიზებული მოგზაური ბანდები”, რომლებიც ორგანიზატორებისგან მიზანმიმართულად გერმანიაში იგზავნებიან.
ანდრე შულცი, კრიმინალური პოლიციის პროფესიული კავშირების თავმჯდომარე “tagesschau.de”-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მარშრუტი ავსტრიაზე, ჩეხეთზე და პოლონეთზე გადის და საქართველოს მოქალაქეები შემდეგ აკეთებენ თავშესაფრის მაძიებლის სტატუსზე განაცხადს გერმანიაში. თუმცა მიზანი არ არის თავშესაფრის მაძიებლის სტატუსი, რომელიც ქართველების შემთხვევაში მხოლოდ ერთ პროცენტს უკმაყოფილდება. ქართველები ამ მოლოდინის პერიოდს დანაშაულებრივი ქმედებებისთვის იყენებენ.
2013 წელს 4744 ქართველი იყო რეგისტრირებული, რომელთა წინააღმდეგ ერთხელ მაინც იყო გამოძიება დაწყებული. აღნიშნულის მიხედვით, გერმანიაში ოფიციალურად რეგისტრირებული ქართველებიდან ყოველი მეოთხე ეჭვმიტანილია დანაშაულის ჩადენაში, – აცხადებს ნდრე შულცი, კრიმინალური პოლიციის პროფესიული კავშირების თავმჯდომარე.
ამასთან დაკავშირებით, მიჰაელ ნაგელი, ფედერალური კრიმინალური პოლიციის სამსახურის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულების ხელმძღვანელი, ცოტა ხნის წინ მაუწყებლობა SWR-ის გადაცემაში “Report Mainz” “კანონიერ ქურდებს” შეეხო.
“კანონიერი ქურდები”
“კანონიერი ქურდები” დღეს პოსტსაბჭოთა სივრცის მაფიოზური დაჯგუფებების სინონიმია. ტერმინი თავადვე აღწერს კრიმინალური სამყაროს სუბკულტურას. იგი შეიქმნა საბჭოთა კავშირში მკაცრი ტიპის შრომით-გამოსასწორებელ ბანაკებში, როდესაც პატიმრები საკუთარ კანონებს მკაცრი იერარქიული და ღირსების კოდექსის დაცვით ავითარებდნენ – “ქურდების კანონს”. იგი მოიცავს სამართლიანობას და სოციალურ პასუხისმგებლობას ქურდებს შორის.
ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის მეცნიერის, იან ქოლერის მიხედვით, საქართველოში “კანონიერმა ქურდებმა” უკვე 60-იან წლებში დიდი გავლენა მოიპოვეს. პოსტსაბჭოთა პერიოდში ახალი ტიპის მაფია აღმოცენდა, და პარალელურად იმისა, რომ “ქურდების კანონი” ახალგაზრდა, არაპრივილეგირებული მამაკაცების ორიენტირებას ემსახურებოდა, საქართველოშიც 90-იან წლებში იგი მარცხის წინაშე იდგა (Jan Koehler: Die Zeit der Jungs, 2000, S. 27).
დანაშაულებრივი სტრუქტურები საქართველოში მეტწილად განადგურდა
შინაგან საქმეთა მინისტრი მღებრიშვილი tagesschau.de-სთან ინტერვიუში მართალია ადასტურებს, რომ ქართველები გერმანიაში თავშესაფრის მაძიებლის პროცედურებს ბოროტად იყენებენ და დანაშაულს სჩადიან, თუმცა აცხადებს: “საქართველოში კანონიერ ქურდებს მხოლოდ ერთი ადგილი აქვთ და ეს არის ციხე”. ზოგადად, “კანონიერი ქურდობა” და ორგანიზებული დანაშაული საქართველოში აკრძალულია, მათი წევრობა კი დასჯადია.
კანონები ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში, პროდასავლური პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დროს დამტკიცდა და მკაცრად განხორციელდა. “კანონიერი ქურდები და მათი სტრუქტურები განადგურდა”, – ადასტურებს შოთა უტიაშვილი, 2012 წლამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული დეპარტამენტის უფროსი.
ეს არც 2012 წლის შემდეგ შეცვლილა, როდესაც ახალი მთავრობა მოვიდა ხელისუფლებაში, მიუხედავად იმისა, რომ დამნაშავეების წინააღმდეგ საკმარისად მკაცრი პოლიტიკის არგატარებში მათ მეტადრე წინამორბედები ადანაშაულებენ.
ორგანიზებული დანაშაული მნიშვნელოვნად შემცირებულია, – ასკვნის გავინ სლეიდი გლაზგოუს უნივერსიტეტიდან, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ორგანიზებულ დანაშაულზეა სპეციალიზებული. დღემდე სტატისტიკებს საწინააღმდეგო არ დაუდასტურებიათ, ამბობს სლეიდი, მაშინაც კი, როცა აქ თუ იქ შეიძლება კიდევ არსებობდეს კრიმინალი და ამას, შესაძლოა, პოლიტიკური მხარდაჭერის ფორმა ჰქონდეს.
(ფოტოს ქვეშ წარწერა: 90-იან წლებში თბილისის ქუჩებში კრიმინალური ბანდები მეფობდნენ. დღეს ქალაქი უსაფრთხოა)
“კანონიერი ქურდები” სხვა ქვეყნებში არიან აქტიურნი
სლეიდი არ ადასტურებს, რომ გერმანიაში მყოფი დამნაშავე ქართველები საკუთარი სამშობლოდან იმართებიან. შესაძლოა, რომ არალეგალური მიგრაცია კრიმინალური სტრუქტურების ხელშეწყობის შედეგად უფრო ადვილი ხდება. ასევე შესაძლებელია, რომ ადგილსამყოფელ ქვეყანაში ჩასულ მიგრანტებს დანაშაულებრივი ქმედებებისთვის რეკრუტირებას უკეთებენ. თუმცა სლეიდს ეჭვი ეპარება, რომ ქართველებს თავის სამშობლოში ამ მიზნისთვის ამზადებდნენ.
ქართულ მედიაშიც პრაქტიკულად ეს თემა არ არის აქტუალური. დედაქალაქ თბილისში რამდენიმეს თუ სმენია და ისიც საერთაშორისო მედიიდან.
თუმცა, “კანონიერი ქურდები” და სხვა მაფიოზური დაჯგუფებები ყოველთვის მობილურები და საზღვრებს გარეთ აქტიურები იყვნენ. უტიაშვილი ამას იმით ხსნის, რომ “კანონიერი ქურდები” სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გავლენიან პირებად დარჩნენ. რამდენიმე მათგანი შიდა კლანური ომების შედეგად დასავლეთ ევროპაში გადაიხვეწა, განსაკუთრებით ესპანეთსა და ავსტრიაში.
სლეიდი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ გერმანიისა და შვედეთის პოლიციაში დოკუმენტები უნახავს, რომელიც თითქმის ადასტურებენ, რომ ესპანეთში, საბერძნეთსა და საფრანგეთში მყოფი “კანონიერი ქურდები” დასავლეთ ევროპაში მანქანების გატაცებებსა და ძარცვებს უწევენ ორგანიზებას.
ფედერალური კრიმინალური პოლიციის სამსახური ასევე საუბრობს ქართულ დომინანტურ დაჯგუფებებზე, ან ზოგადად რუსულ-ევრაზიულ ორგანიზებულ დანაშაულზე – სალაპარაკო ენაზე – რუსული მაფია.
ინდივიდუალური დამნაშავეები და წვრილმანი დანაშაული?
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი მღებრიშვილი ხაზს უსმევს, რომ ყველაფერი კეთდება ქართველი კრიმინალების სსაერთაშორისო დონეზე ბრძოლის მიმართულებითაც. ასე მაგალითად, მოხდა ქართველი “კანონიერი ქურდების” იდენტიფიცირება და ინტერპოლის მეშვეობით მათზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადება.
გარდა ამისა, საქართველოს უწყებები განსაკუთრებულად გერმანიასთან თანამშრომლობის გაძლიერებას ცდილობენ. 2015 წელს ბერლინში პოლიციის ატაშეც წარგზავნეს. უწყებებს შორის ინფორმაცია იცვლება. ახლახანს მან განსაკუთრებით დაზარალებული ფედერალური მიწები, ბავარია, რაინლანდ-პფალცი, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალია და ქვემო საქსონია მოინახულა.
მღებრიშვილი ხაზს უსვამს, რომ ერთი ჩადენილი დანაშაულიც ბევრია. მაგრამ მას სურდა, ნათლად გამოეხატა, რომ გერმანიაში მყოფი დამნაშავე ქართველები ინდივიდუალურად მოქმედებენ და ძირითადად წვრილმან დანაშაულს სჩადიან. გარდა ამისა, ქართველ ეჭვმიტანილთა რიცხვი სხვა ქვეყნებთან შედარებით მაღალი არ არის.
რეალურად, მათი წილი ბავარიაში მყოფ არაგერმანელ დამნაშავეებში 2015 წელს 0,4%-ს შეადგენს – ბევრად დაბლა, ვიდრე თურქები, სერბები და ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების მოქალაქეები დგანან. ფედერალური კრიმინალური პოლიციის სამსახურის 2014 წლის სტატისტიკაც მიუთითებს მხოლოდ 97 ახალ გამოვლენილ დანაშაულში ეჭვმიტანილზე 2013 წელს გამოვლენილ 32 ეჭვმიტანილის შემდეგ.
კრიმინალური პოლიციის პროფესიული კავშირების თავმჯდომარე შულცი ადასტურებს, რომ ქართველი კრიმინალების პრობლემა არის მხოლოდ ერთი პრობლემა ბევრიდან. დამნაშავეების წინააღმდეგ წარმატებული გამოძიებაც საქართველოს უწყებებთან თანამშრომლობის შედეგია. მიუხედავად ამისა, დღემდე ეჭვმიტანილთა რიცხვი იზრდება.
საქართველოს, როგორც უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნის აღიარება
მაშინაც კი, როცა საქართველოში კრიმინალები მიზანმიმართულად არ კომპლექტდებიან და მხოლოდ დასავლეთ ევროპაში ქმნიან ორგანიზებულ სტრუქტურებს, საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაულის ზრდის პრობლემა კვლავ რჩება.
ერთ-ერთი მიზეზი საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობაა, სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკა საკუთარი ვალუტის დევალვაციას განიცდის. 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდგომ უამრავი რეფორმის განხორციელების მიუხედავად, უმუშევარობის დონე მაღალი დარჩა. ამიტომ, ბევრი ქართველი საზღვარგარეთ ცდილობს ბედის ძიებას.
საკუთარი არც თუ ისე დიდი რესურსების გარეშე, სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკა საერთაშორისო ინვესტორებისა და ტურისტების იმედზეა. კრიმინალები ასეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო იმიჯს მხოლოდ ლახავენ.
გერმანიაში საქართველოს ელჩი ლადო ჭანტურიაც არ იღლება, ხაზი გაუსვას, რა წარმატებას მიაღწია საქართველომ ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე და რამდენად კარგია განსაკუთრებით გერმანულ-ქართული ურთიერთობები.
“საქართველო არ არის მაფიოზური ქვეყანა. ჩვენ არ გვყვავს მაფია და საქრათველოში დანაშაულის მაჩვენებელი ბევრად დაბალია, ვიდრე სხვა ქვეყნებში”, -ამბობს ჭანტურია. იგი შიშობს, რომ საქართველოსთვის ზაფხულში დაგეგმილი ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მოწინააღმდეგეები იყენებენ ამ თემას. ახლახანს ყველა საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები გატარდა, როგორიცაა საზღვრის კონტროლის გაუმჯობესება ანდა ბიომეტრიული პასპორტების შემოღება, რომელიც საქართველოს უსაფრთხოებას უწობს ხელს.
შინაგან საქმეთა მინისტრი მღებრიშვილი მოუწოდებს, საქართველო უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად იქნეს აღიარებული. მაშინ აღარ ექნებათ ქართველებს საშუალება, ბოროტად გამოიყენონ თავშესაფრის მაძიებლის პროცედურები. ავსტრიამ უკვე გადადგა ეს ნაბიჯი.
საქართველოს მთავრობას კი რაც შეუძლია გააკეთოს არის: მათ მოქალაქეებს აუხსნან, როგორ ლახავს საზღვარგარეთ ჩადენილი კრიმინალი საქართველოს იმიჯს და რომ თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის ბოროტად გამოყენება უმეტესწილად მას აზარალებს, ვისაც ნამდვილად სჭირდება დაცვა.
http://l.facebook.com/l.php?u=http%3A%2F%2Fwww.tagesschau.de%2Fausland%2Fgeorgien-109.html&h=FAQF9HFdD