მანანა კობახიძე გია ბარამიძეს: ვერ მივიღებ, რომ რაღაცას “ვტეხავ”

„ვერ მივიღებ, რომ რაღაცას “ვტეხავ”. თქვენგან ასეთ ტერმინოლოგიას არ მივიღებ”, – ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა საპარლამენტო უმცირესობის წევრს, გია ბარამიძეს ბიუროს სხდომაზე, რომელიც ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობს.
ვიცე-სპიკერმა გიორგი ბარამიძემ გააპროტესტა, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტი დღის წესრიგში ბოლოშია.
ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ აღნიშნა, რომ ამ საკითხის რიგითობას ოთხშაბათის ბიურო განსაზღვრავს. კამათი, ბარამიძისა და კობახიძის გარდა, მაჭავარიანსა და კობახიძეს შორისაც გაგრძელდა.
“ქალბატონო მანანა, ვიცე-სპიკერი რვა წელი ვიყავი და ძალიან კარგად ვიცი, საკითხების ჩაჩოჩება-ჩამოჩოჩება როგორ ხდება”, – მიმართა კობახიძეს მაჭავარიანმა.
მაჭავარიანს კობახიძეც გამოეხმაურა. “თქვენ ეტყობა, ასე აჩოჩებდით. ვერ მივიღებ, რომ რაღაცას “ვტეხავ”. თქვენგან ასეთ ტერმინოლოგიას არ მივიღებ”, – დასძინა მაჭავარიანის საპასუხოდ კობახიძემ.
უმცირესობამ რეზოლუციის პროექტი პარლამენტში ექვსი თვის წინ წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები