„თავისუფალმა თაობამ“ საპატრიარქოს თხოვნით იდენტობის“ ოფისთან დაგეგმილი აქცია გადადო

არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალმა თაობამ“ პატრიაქრის მოწოდების გამო „იდენტობის“ ოფისთან დაანონსებული აქცია გადადო,- ამის შესახებ განცხადება „თავისუფალი თაობის“ ლიდერმა ლადო სადღობელაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
სადღობელაშვილის თქმით, ლგბტ ორგანიზაციასთან დაგეგმილი აქციის მთავრი მიზანი იყო რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელს ირაკლი ვაჭარაძეს პატრიარქის ეპისტოლის დამახინჯებისა და შეურაცჰყოფის გამო მართმადიდებელი მოქალაქეებისთვის ბოდიში მოეხადა.
„ ირაკლი ვაჭარაძემ დაამახინჯა პატრიარქის საშობაო ეპისტოლე და შეურაცყოფა მიაყენა მას და მართმადიდებელ საზოგადოებას. ჩვენ დღეს ვგეგმავდით მისი ორგანიზაციის „იდენტობის“ ოფისთან აქცია გაგვემართა და მისგან ბოდიშის მოხდა მოგვეთხოვა მაგრამ საპატრიაქომ გაავრცელა განცხადება რომლის საშუალებითაც მოგვიწოდა თავი შეგვეკავებინა აქციის გამართვისგან. საპატრიარქო საუბრობდა იმაზეც რომ აქციაზე იგეგმებოდა გარკვეული პროვოკაციებიც, ამიტომ ჩვენ დავემორჩილეთ ჩვენი სულიერი მამის მოწოდებას და აქციას დღეს აღარ გავმართავთ“- განაცხადა ლადო სადღობელაშვილმა.
„თავისუფალი თაობის“ ინიციატივას მხარი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამაც დაუჭირა მათ შორისაა არასამთავრობო ორგანიზაცია „მებრძოლ პატრიოტთა კავშირი“ და „ეროვნულ რელიგიური ინსტიტუტი“.
როგორც მათმა ლიდერებმა დღეს „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტეს, აქცია გაიმართება იმ შემთხვევაში თუ ირაკლი ვაჭარაძე გააგრძელებს მართმადიდებლების შეურაცმყოფელი განცხადებების გაკეთებას და შეეცდება ჩირქი მოსცხოს პატრიარქს და საპატრიარქოს. 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები