გიორგი აბაშიშვილმა პრეზიდენტის მიერ საარჩევნო თარიღის 6 თვით ადრე გამოცხადების მოტივი განმარტა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა პრეზიდენტის მიერ საარჩევნო თარიღის 6 თვით ადრე გამოცხადების მოტივი განმარტა.
როგორც აბაშიშვილმა განაცხადა, მთავარი მოტივი წინასაარჩევნოდ სამართლიანი გარემოს შექმნაა.
აბაშიშვილის განცხადებითვე, პარტიებს საშუალება მიეცათ, რომ რამდენიმე თვით ადრე მოემზადონ არჩევნებისთვის.
„პრეზიდენტის მთავარი მოტივი, გამოცხადებულიყო არჩევნები 6 თვით ადრე განპირობებული იყო პროგნოზირებული გარემოს შექმნის იდეით, ამავდროულად, იმ შესაძლებლობით, რომ პოლიტიკურ პარტიებს ჰქონოდათ მეტი დრო, უკეთ მომზადებულიყვნენ და, ამავდროულად, გათვალისწინებული ყოფილიყო ყველა სხვა ადმინიტრაციული საბიუჯეტო დეტალი. ასე რომ, ეს გადაწყვეტილება არის, ცხადია, ძალაში და ჩვენ ველოდებით არჩევნებს 8 ოქტომბერს“,-განაცხადა აბაშიშვილმა.
ცნობისთვის: პრეზიდენტის მიერ არჩევნების ჩატარების თარიღად 8 ოქტომბრის გამოცხადებას პოლიტიკურ პარტიებს შორის არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.