კიევში, უკრაინის პრეზიდენტის ადმისტრაციასთან „ავტომაიდნის“ აქტოვისტებსა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს შორის შეტაკება მოხდა. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საბურავებს ცეცხლი მოუკიდეს.
როგორც „ავტომაიდანის“ წარმომადგენლებმა ფეისბუქში დაწერეს, ისინი უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვენ. უკრაინული მედია იუწყება, რომ მიტინგის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მაშინ მოხდა, როდესაც სამართალდამცველები აალებული საბურავების ჩაქრობას ცდილობდნენ. ამასთანავე, ჟურნალისტები იუწყებიან, რომ პოლიციას არავინ დაუკავებია.