ზურაბ ჟვანიას დაცვის უფროსის და ნინო ქადაგიძეს ეხმაურება

   ზურაბ ჟვანიას დაცვის უფროსის და ხათუნა ხარშილაძე ნინო ჟვანია-ქადაგიძეს ეხმაურება. ხათუნა ხარშილაძის განცხადებით, მისი ძმის მისამართით გაკეთებული ბრალდებები დიდ უზნეობაა. „კობა, ზურას დაცვის უფროსის გარდა, მისი უახლოესი მეგობარიც იყო. კობას ზურა ძმასავით უყვარდა და საუბარი იმაზე, რომ მას ანგარებით ან რაიმე სხვა ფორმით შეეძლო ზურასთვის ევნო, ძალიან დიდი უზნეობაა! თუ დღეს კობას სახელს ტალახში სვრიან და რაღაც სიბინძურეებს აბრალებენ, მათ ნამუსზე იყოს, ვინც ამას აკეთებს. მეტი ამ თემაზე კომენტარს არასოდეს აღარ გავაკეთებ“, – აცხადებს ხარშილაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები