მიხეილ ჯანელიძე: საქართველო ყველაფერს აკეთებს, რომ ევროკავშირისთვის სანდო პარტნიორი იყოს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროპა დღეს გამოწვევების წინაშეა, თუმცა ამ გამოწვევების დაძლევის საუკეთესო გზა მეტი ერთიანობა, მეტი ინტეგრაცია და გაფართოებაა.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ვილნიუსში, ლიტველ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რეფერენდუმის შედეგებმა არ უნდა შეასუსტოს აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მიმართ მხარდაჭერა, რადგან, მისივე თქმით, ეს აძლიერებს რეგიონს და მთლიანად ევროპას.
„საქართველო ყველაფერს აკეთებს, რომ ევროკავშირისთვის იყოს სანდო პარტნიორი, იმის დასამტკიცებლად, რომ ჩვენ ვემზადებით სრულფასოვანი, საპასუხისმგებლო წევრობისთვის ევროპულ საზოგადოებაში, რომელიც დაფუძნებულია ერთიან ფასეულობებსა და ინტერესებზე“, – განაცხადა ჯანელიძემ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლიტვაში ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებზე საქართველოსა და ლიტვის კომისიის სხდომას ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები