პრეზიდენტი: მინდა, პოლიტიკურმა პარტიებმა ადრე დაგეგმონ საარჩევნო კამპანია, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა

8 ოქტომბრის ასე ადრე დასახელება არის ჩემი მიზანი, რომ პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, არა მყისიერად, არამედ 6 თვის განმავლობაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით განუცხადა.
რაც შეეხება არჩევნების დანიშვნის შესახებ განკარგულებების ძალაში 8 აგვისტოს შესვლის საკითხს, პრეზიდენტის განმარტებით, 8 აგვისტოს დასახელება გამომდინარეობდა იმ ხარჯებიდან, რომელიც გასაწევი აქვს ბიუჯეტს ამასთან დაკავშირებით.
„8 ოქტომბრის ასე ადრე დასახელება არის ჩემი მიზანი, რომ პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, არა მყისიერად, არამედ 6 თვის განმავლობაში – ბევრად უფრო ადრე, ვიდრე აქამდე ხდებოდა – აწარმოონ საარჩევნო კამპანია, იცოდნენ, როდის არის არჩევნების დღე. ხოლო 8 აგვისტოს დასახელება გამომდინარეობდა იმ ხარჯებიდან, რომელიც გასაწევი აქვს ბიუჯეტს ამასთან დაკავშირებით. ხარჯების შემცირებიდან გამომდინარე, ანუ დაფინანსებიდან, რომელიც მიდის თვითონ კომისიებზე, ამის შესაძლებლობა ჩვენი ბიუჯეტისთვის ამ ეტაპზე რთული არის. აქედან გამომდინარე, ამ ხარჯებიდან გამომდინარეობს 8 აგვისტო. რატომ დავასახელე ასე ადრე, რადგან მინდა, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიებმა შესძლონ და დაგეგმონ საარჩევნო კამპანია ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ეს მანამდე ხდებოდა“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები