სოსო ვახტანგიშვილი „ქართული ოცნების“, „მრეწველების“ და „სოციალ-დემოკრატების“ ალიანსს არ გამორიცხავს

„ეროვნული ფორუმის“ წევრი სოსო ვახტანგიშვილი „ქართული ოცნების“ „მრეწეველების“ და “სოციალ – დემოკრატების“ ალიანსს არ გამორიცხავს, – აღნიშნულის შესახებ მან დღეს პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი მოცემულობა დადგეს დღის წესრგში. თქვენ გულისხმობთ ალბათ გია გაჩეჩილაძეს და გია ჟორჟოლიანს. არ გამოვრიცხავ, რომ იგივე გაგრძელდეს და ალბათ ახალი აქ არაფერი არ იქნება, თუ ისინი იგივე კონფიგურაციით წარდგებიან საზოგადოების წინაშე. ეს არის მათი გადასაწყვეტი და ჩვენი საქმე ეს არ არის“,- განაცხადა ვახტანგიშვილმა.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე, ვახტანგიშვილმა, „აირაის“ კვლევებზეც გააკეთა კომენტარი. მისი განმარტებით, გასაკვირი არ იქნება, თუ „აირაის“ კვლევებში „ეროვნული ფორუმი არ იქნება წარმოდგენილი ნომინალურად, ვინაიდან, მისი განმარტებით, მაშინ, როდესაც კვლევები ჩატარდა, „ეროვნული ფორუმი“ ჯერ კიდევ უმრავლესობაში იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები