დიმიტრი ქუმსიშვილი: „გაზპრომთან” ისეთივე ხელშეკრულება გაფორმდა, რაც გვქონდა

კომპანია ,,გაზპრომთან” ისეთივე ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც გვქონდა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა რუსულ კომპანია ,,გაზპრომთან” დადებული ხელშეკრულების შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
,,შედეგიც შესაბამისი დადგა. გაგრძელდა, პრაქტიკულად, იგივე ხელშეკრულება, რომელიც გვქონდა. შესაბამისად, შემდგომი მოლაპარაკებები ერთი წლის თავზე გაიართება”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
როგორც ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, მხარეებს შორის შეთანხმებულია კონტრაქტის საბოლოო ტექსტი, რაც ითვალისწინებს, სომხეთში გატარებული გაზის ტრანზიტის საფასურად საქართველოს დარჩეს გატარებული გაზის 10%. ენერგეტიკის სამინისტრო რუსული კომპანია „გაზპრომისგან” მიღებულ დოკუმენტს მთავრობაზე დასამტკიცებლად წარადგენს და ხელშეკრულება ოფიციალურად ძალაში შევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები