დიმიტრი ქუმსიშვილი: საარჩევნო სიაში დიდი ალბათობით არ ვიქნები

,,საარჩევნო სიაში დიდი ალბათობით არ ვიქნები“,-ამის შესახებ განცხადება ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გააკეთა.
როგორც მინისტრმა განმარტა, საარჩევნო სიაში მისი არ ყოფნის მიზეზი ის არის, რომ იგი მმართველობით ნაწილში რჩება.
„საარჩევნო სიაში დიდი ალბათობით არ ვიქნები იმიტომ, რომ ვრჩები მმართველობით ნაწილში”, – განაცხდა ქუმსიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის განკარგულებით, საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება. კანონმდებლობის მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში მინისტრებს თანამდებობების დატოვება მოუწევთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები