რატი იონათამიშვილი: სტრასბურგის სასამართლოში არსებობს ასი ვერდიქტი „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ და აუცილებელია, რომ მათი იმპლემენტაცია ეროვნულ დონეზეც მოხდეს

,,სტრასბურგის სასამართლოში არსებობს ასი ვერდიქტი „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ და აუცილებელია, რომ მათი იმპლემენტაცია ეროვნულ დონეზეც მოხდეს”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, რატი იონათამიშვილმა პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის ანგარიშზეა უმძიმესი საქმეები.

„ამ საქმეების შინაარსი არის უმძიმესი, ვინაიდან „ნაციონალური მოძრაობა“ მხილებულია სისტემურ დანაშაულში საკუთარი მოქალაქეებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ, როდესაც ეს კრიმინალური სინდიკატი ამ ქვეყანას მართავდა და მათ შორის ის აწამებდა და სასტიკად ეპყრობოდა მოქალაქეებს, განსაკუთრებით ეს პენიტენციურ სისტემაზე, პატიმრებზე აისახებოდა. სახელმწიფო დონეზე იყო აყვანილი რეკეტი, მათ შორის კერძო საკუთრების და ფაქტობრივად ქუჩაში ცხრილავდა ის ადამიანებს, ახდენდა მედიის ოკუპაციას. ფაქტობრივად ყველა მიმართულებით არ დარჩა სფერო, სადაც უმძიმესი დანაშაული არ ჩაიდინეს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში, “ქართული ოცნება” “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ კომისიას შექმნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები