„ბავშვებს მამა მოუკლეს და ახლა დედას ლაფში სვრიან“

   მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა ზურაბ ჟვანიას მკვლელობაში, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა ხათუნა ხოფერიამ დღეს გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „შვიდწლიანი ოჯახის შანტაჟის შემდეგ ისინი გადავიდნენ მუქარაზე, ბრალდებებზე, რასაც არავინ არ აპატიებს მათ. უცნაურია მათი ამდენი ყიჟინა. ბავშვებს მამა მოუკლეს და ახლა დედას ლაფში სვრიან, ეს არის მათი ადამიანობა და მორალი. ჩემი პირადი დამოკიდებულებაა, რომ რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა ზურაბ ჟვანიას მკვლელობაში“, – განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები