რატომ გამოცხადდა არჩევნების თარიღი 6 თვით ადრე – პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტებას აკეთებს

არჩევნების თარიღის გამოცხადება 6 თვით ადრე მოხდა იმიტომ, რომ პოლიტიკურ პარტიებს ჰქონოდათ საშუალება, უკეთესად დაეგეგმათ საკუთარი საარჩევნო კამპანია – ასე განმარტავს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არჩევნების თარიღის 6 თვით ადრე გამოცხადებასთან დაკავშირებით.
„პრეზიდენტის მხრიდან არჩევნების თარიღის გამოცხადება მოხდა 6 თვით ადრე არჩევნებამდე, სწორედ იმიტომ, რომ პოლიტიკური გარემო ყოფილიყო მეტად პროგნოზირებადი, პოლიტიკურ პარტიებს ჰქონოდათ საშუალება უკეთესად დაეგეგმათ საკუთარი საარჩევნო კამპანია და ერთხელ და სამუდამოდ დასრულებულიყო მუდმივი დილემა ქვეყანაში, როდესაც პოლიტიკური პარტიები უკიდურესად ბოლო მომენტში იგებდნენ ხოლმე არჩევნების გამოცხადების თარიღს“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები