დავით ზალკალიანი აშშ-ის დელეგაციის წევრებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის და ევროპის, ევრაზიისა და სამომავლო საფრთხეების ქვეკომიტეტის აპარატის მრჩეველს, სკოტ კულინანსა და ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომიტეტის მრჩეველს პოლიტიკურ საკითხებში, შელი ჰანს შეხვდა.
შეხვედრისას მხარეებმა ვრცლად მიმოიხილეს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, მათ შორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობასა და მისი შემდგომი განმტკიცების პერსპექტივებს.
შეხვედრაზე ასევე ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებზე.
აღნიშნეს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ამ მიმართულებით და მისი სათანადოდ ასახვის მნიშვნელობა 2016 წლის ნატოს ვარშავის სამიტზე. მხარეებმა აგრეთვე განიხილეს საქართველოს მთავრობის მიერ სტრატეგიული კომუნიკაციის კომპონენტის განმტკიცების აუცილებლობა. დავით ზალკალიანმა სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები