გედევან ფოფხაძე: არ შეიძლება, ქვეყანამ წინასაარჩევნო რეჟიმში ხანგრძლივი დროის განმავლობაში იცხოვროს

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, არ შეიძლება ქვეყანამ წინასაარჩევნო რეჟიმში ხანგრძლივი დროის განმავლობაში იცხოვროს.
„კანონიდან გამომდინარე, თქვენ იცით, რომ უნდა იყოს შეზღუდვები, როცა წინასაარჩევნო რეჟიმში გადავდივართ, მაგრამ არ შეიძლება ქვეყანამ წინასაარჩევნო რეჟიმში ხანგრძლივი დროის განმავლობაში იცხოვროს. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თვალსაზრისით, ჩვენ ამ ვადაში უნდა ვიყოთ შეზღუდულები, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო ადმინისტრაციები იმ მდგომარეობამდე შეიძლება მივიდნენ, რომ მიმდინარე პრობლემებსაც ვერ გადაწყვეტენ“, – აცხადებს დეპუტატი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები