“სანტისიმოს” იოგურტში ობი აღმოჩნდა (ფოტო)

რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანია შპს “სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტების” ერთ-ერთ ბრენდ „სანტისიმო ამორეს“ იოგურტის დესერტში ობი აღმოჩნდა.
შეფუთვაზე ჩანს, რომ პროდუქციას ვადა 2016 წლის 21 აპრილამდე აქვს. ერთ-ერთი მომხმარებელი, რომელმაც იოგურტში ობი აღმოაჩინა, განმარტავს, რომ პროდუქტი ბავშვებისთვის შეიძინა.
როგორც მან “კვირასთან” საუბრისას განმარტანაწარმი გუშინ დილის საათებში წერეთლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში შეიძინა.
“პროდუქცია პურის მაღაზია „იფქლში“ შევიძინე, წერეთელზე, დილის საათებში. რა თქმა უნდა, იოგურტი ბავშვებისთვის ვიყიდე. რომ გავხსენი, დავინახე, რომ ობი ჰქონდა. პროდუქციის ვარგისიანობას დავაკვირდი და ვადა 21.04.16 ეწერა. როდესაც ავიღე, არ იყო ცივი, მაგრამ ღია მაცივრები აქვთ და ვიფიქრე, ალბათ ახალი მიტანიალი აქვთ-მეთქი. კარგი იქნება, ვინმემ ამაზე რამე რეაგირება მოახდინოს”,- განუცხადა “კვირას” მომხმარებელმა.
“კვირა” აღნიშნულ თემაზე მუშაობას აგრძელებს და კომპანია “სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტების” ოფიციალურ კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
12919858_1079805652065319_319378552261007953_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები