ლუკა კურტანიძე სიკვდილამდე ქართულ პოლიტიკაში ყოფნის პირობას დებს

სანამ ცოცხალი ვარ, ყოველთვის ვიქნები საქართველოს პოლიტიკაში, – ამის შესახებ ”ქართული ოცნების” დეპუტატმა ლუკა კურტანიძემ ჟურნალისტის იმ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საარჩევნო სიაში მისი მოხვედრის საკითხს შეეხებოდა.
„სანამ ცოცხალი ვარ, ყოველთვის ვიქნები საქართველოს პოლიტიკაში. როდესაც მე ჩემი ქვეყნისთვის რაღაც შევძელი, პარალელურად პოლიტიკაშიც ვიყავი. აფხაზეთში დავიბადე, გავიზარდე, ყოველთვის ვაფიქსირებდი მსოფლიო ჩემპიონატებზე, თუ ოლიმპიურ თამაშებზე, რომ ვარ სოხუმელი და როდესაც საქართველოს დროშა ფრიალებდა და ჰიმნი ჟღერდა, ყოველთვის ფიქსირდებოდა ქალაქი სოხუმი. პოლიტიზებული ყოველთვის იყო ჩემი ცხოვრება და შემდეგში, მით უმეტეს. ნებისმიერ სფეროში, სადაც არ უნდა ვიყო, ვიქნები წარმატებული”, – განაცხადა ლუკა კურტანიძემ.
კურტანიძემ კოალიციაში მიმდინარე პროცესების შესახებაც ისაუბრა.
მისი თქმით, დღეს ყველა პარტიას – არასაპარლამენტო პარტიებსაც და პარლამენტში მყოფებსაც თანაბარი შანსი აქვთ, რომ არჩევნებზე საზოგადოების ნდობა მიიღოს და ამ ნდობის მანდატით იმოქმედოს პარლამენტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები