თამარ სანიკიძე: თუკი გიორგი კვირიკაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერი იქნება, ეს ძალიან კარგია

თუკი ბატონი გიორგი კვირიკაშვილი იქნება პარტიის ლიდერი, ეს იქნება ძალიან კარგი, – ასე გამოეხმაურა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა, 14 მაისს დაგეგმილ ყრილობაზე „ქართული ოცნება“ ლიდერად გიორგი კვირიკაშვილს აირჩევს.
მისი თქმით, ქვეყნის პრემიერი ძალიან კომპეტენტური, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანია.
„თუკი ბატონი გიორგი კვირიკაშვილი იქნება პარტიის ლიდერი, ეს იქნება ძალიან კარგი, რადგან ის არის ძალიან კომპეტენტური, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი და კარგად ხედავს იმ პრიორიტეტებს, რისი მიდევნების შემთხვევაში შეიძლება ქვეყანა კარგად განვითარდეს. ამიტომ, მე მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები, თუკი ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები