ზურაბ ტყემალაძე: ჩემი და გოგი თოფაძის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ჩვენი გადასაწყვეტია

რაც შეეხება ჩემი და გოგი თოფაძის პარლამენტში მონაწილეობის მიღებას, ეს არის პირადად ჩვენი გადასაწყვეტი და როცა საჭირო გახდება, ჩვენ თავად გადავწყვეტთ, – ამის შესახებ „მრეწველთა პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ზურაბ ტყემალაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
მისივე თქმით, „მრეწველები“ და გოგი თოფაძე ერთმანეთს არ გაემიჯნებიან.
„ქალბატონი თინას სრულიად არაკორექტულმა გამონათქვამმა გამოიწვია გარკვეული დაპირისპირება „რესპუბლიკელებსა“ და „მრეწველებს“ შორის. ასევე, იყო ასეთი მცდელობა, რომ „მრეწველები“ და თოფაძე და ერთმანეთისგან გაემიჯნათ, მაგრამ „მრეწველები“ და თოფაძე ერთმანეთს არ გაემიჯნებიან.
რაც შეეხება ჩემი და გოგი თოფაძის პარლამენტში მონაწილეობის მიღებას, ეს არის პირადად ჩვენი გადასაწყვეტი და როცა საჭირო გახდება, მე და ბატონი გოგი თავად მივიღებთ გადაწყვეტილებას საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები