მეხანძრე-მაშველებმა აუტიზმის საერთაშორისო დღე აღნიშნეს (ფოტოკოლაჟი)

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდა.
აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებს და მათ მშობლებს მეხანძრე-მაშველებმა, სააგენტოს დირექტორ ზვიად ქაწაშვილთან ერთად, განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოში უმასპინძლეს.
სტუმრები სიმულაციურ სწავლებას და საპნის ბუშტების საჩვენებელ შოუს დაესწრნენ. პატარებმა ხელის ანაბეჭდებით სასურველი ნახატებიც დახატეს. სამწყობრო მოედანზე მოეწყო გამოფენა, სადაც გასულ წელს აუტიზმის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფოტოები და სააგენტოს კუთვნილი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა იყო წარმოდგენილი.
მეხანძრე-მაშველებმა ბავშვები მულტიპლიკაციური ვიდეომასალით დაასაჩუქრეს, სადაც დეტალურად არის აღწერილი სხვადასხვა ტიპის კატასტროფის დროს მოქცევის წესები. ღონისძიების დასასრულს, სტუმრებმა და მასპინძლებმა ჰელიუმის ბუშტებით ცაში გზავნილი გაუშვეს: ,,მეხანძრე-მაშველები აუტიზმისთვის“.
1935924_784816478287020_3093696464311153892_n
12920485_784816054953729_1298641901353354127_n
12932842_784815491620452_4881488778188567295_n
12901043_784815251620476_7065451284274783653_o
11059743_784815144953820_8791541936619439370_n
12928315_784814964953838_6081017911399514727_n
12670712_784814868287181_9118286990915485252_n
12932621_784813904953944_3920903646377482039_n
12670356_784813648287303_2478743543257387684_n
12049648_784814981620503_3414335792269225839_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები