გიორგი მარგველაშვილი: ჩვენი ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული რუსეთის ჯარის მიერ
ჩვენი ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის რეგულარული ჯარის მიერ; 15% კი ჩემი ქვეყნის მოქალაქეებისა საკუთარ სახელმწიფოში დევნილები არიან – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვაშინგტონის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოში წინაშე არსებულ სხვა გამოწვევებზეც ისაუბრა.
“ამავე დროს ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც სერიოზული პრობლემები აქვს, რომლებიც უნდა დავძლიოთ. პირველ რიგში, ეს არის ჩემი ქვეყნის ოკუპაცია. ჩვენი ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის რეგულარული ჯარის მიერ; 15% კი ჩემი ქვეყნის მოქალაქეებისა საკუთარ სახელმწიფოში დევნილები არიან. მხოლოდ იმიტომ, რომ არიან ქართველები, მათ ჩამორთმეული აქვთ ძალიან ფუნდამენტური ადამიანის უფლებები, დაუბრუნდნენ საკუთარ საცხოვრებლებს, და დაუბრუნდნენ იმ ადგილებს, სადაც საუკუნეების მანძილზე ცხოვრობდნენ. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც კვლავ აქვს ეკონომიკური პრობლემები გარკვეულ საკითხებში, მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ არსებობს უდიდესი შესაძლებლობები, ეს შესაძლებლობები არ იძლევა ყოველთვის ხელის ჩაჭიდების საშუალებას. ასე, რომ შედეგი ამისა ის არის, რომ GDP-ს მაჩვენებელი არ არის მაღალი. სიმდიდრის განაწილება არ არის მაღალი. ჩვენ გვაქვს დაბალი საპროცენტო მაჩვენებელი საშუალო და მცირე ბიზნესისა, რაც ეკონომიკას ხდის დაუცველს. და ასევე ამის შედეგად ჩვენ გვაქვს პრობლემური დასაქმების დონე.
ჩვენ დავამყარეთ ძალიან ინტენსიური დიალოგი და პარტნიორობა იმ ქვეყნებთან, რომლებიც იზიარებენ მსგავს ამოცანებს, მსგავს ღირებულებებსა და მიზნებს. აქ ვართ ახლა და ვიყავით 6 თვის წინ, რათა უფრო აქტიური თანამშრომლობისთვის ამერიკელი პარტნიორების ყურადღება მივიზიდოთ. დავანახოთ, რომ ნატო-ს, ევროკავშირსა და ამერიკას, არა მარტო ის, რომ ჩვენ ვიზიარებთ საერთო ღირებულებებსა და საერთო ინტერესებს, არამედ ისიც, რომ ყველაზე მეტად პრობლემური საკითხები ვერ გადაწყდება, თუ უგულებელვყოფთ და უარს ვიტყვით იმის გაგებაზე, რომ უსაფრთხოების საკითხები წარმატებული და სტაბილური მსოფლიოსათვის ვერ გადაწყდება ისეთი ქვეყნების ჩართულობის გარეშე, როგორებიც არიან საქართველო და სხვა ქვეყნები, რომლებმაც საკუთარი პროდასავლური არჩევანი გააკეთეს. თუ შევხედავთ იმ ტრაგიკულ მოვლენებს, რაც ასე ხშირად გვგვრის შოკს, თუ შევხედავთ პარიზსა და ბრიუსელს, ასევე თურქეთში მომხდარ მოვლენებს, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს საკითხები არ არის რბილი და არ არის კეთილი ნება და არ არსებობს თანამშრომლობა“, -აღნიშნა პრეზიდენტმა.