რუმინეთში ცესკომ კალინ ჯორჯესკუს არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა

ულტრამემარჯვენე და პრორუსული განწყობების მქონე პოლიტიკოსს კალინ ჯორჯესკუს მაისში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალა,- ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ბუქარესტის საარჩევნო ბიუროს სპიკერმა განაცხადა, რომ ჯორჯესკუს კანდიდატურა ბათილად არის ცნობილი, რადგან ბიურომ მის კანდიდატურასთან დაკავშირებით 1 000-ზე მეტი სარჩელი მიიღო, რაც ძირითადად მის ანტიდემოკრატიულ და ექსტრემისტულ პოზიციებს ეხებოდა.

„კალინ ჯორჯესკუს კანდიდატურა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ უარყოფილი იქნა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მედიის ცნობით, ცესკოს აქვს 24 საათი, რათა გადაწყვეტილება გასაჩივრდეს, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს, თავის მხრივ, გადაწყვეტილების მისაღებად 48 საათი აქვს.

ბიუროს გადაწყვეტილებას ჯორჯესკუ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუმინეთი ტირანიული მმართველობის ქვეშ იმყოფება.

“პირდაპირ გულში დარტყმა მსოფლიოში დემოკრატიისთვის! ერთი გზავნილი დამრჩა! თუ რუმინეთში დემოკრატია დაეცემა, მთელი დემოკრატიული სამყარო დაეცემა! ეს მხოლოდ დასაწყისია. ევროპა ახლა დიქტატურაა, რუმინეთი ტირანიის ქვეშ იმყოფება!” ,- დაწერა ჯორჯესკუმ X-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები