ზურაბ ტყემალაძე: ლიბერალებთან ჩვენ არასოდეს ვითანამშრომლებთ

ლიბერალებთან ჩვენ არასოდეს ვითანამშრომლებთ, – ამის შესახებ ,,მრეწველების” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ჯერ არ არის გადაწყვეტილი არჩევნებში რა ფორმატით მიიღებენ მონაწილეობას.
“არსებობენ განსხვავებული პოლიტიკური მიმართულების პარტიები მემარჯვენეები, მემარცხენეები, ცენტრისტები ლიბერალები და აშ. თუმცა, მათ გარკვეული საერთო აქვთ. ლიბერალებთან ჩვენ არასოდეს ვითანამშრომლებთ.
ჯერ შიდაპარტიული კონსულტაციები გვექნება, შემდეგ პოლიტიკურ პარტიებთან. მოვლენებს ჯერ წინ ნუ გავუსწრებთ. პირველ რიგში განვიხილავთ კოალიციაში შემავალ პოლიტიკურ სუბიექტებს”, – განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები