ვაშინგტონმა დამასკოს მახლობლად ავიადარტყმა კატეგორიულად დაგმო

ვაშინგტონმა კატეგორიულად დაგმო სირიაში, დამასკოს მახლობლად, დეირ ალ ასაფირში სკოლასა და საავადმყოფოზე განხორციელებული ავიადარტყმა, რასაც 20 ადამიანი ემსხვერპლა და ათობით დაიჭრა. ამის შესახებ „ ბი-ბი-სი“ იუწყება.
„კატეგორიულად ვგმობთ ნებისმიერ შეტევას, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ არის მიმართული“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ეს დასახლებული პუნქტი სირიის ოპოზიციის ხელშია. დაბომბვა, სავარაუდოდ, ბაშარ ასადის ძალებმა განახორციელეს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სირიის ხელისუფლებამ გაეროს რეზოლუციის ფარგლებში აიღო ვალდებულება, რომ სირიის სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმებს არ განახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები