ნუკრი ქანთარია: კოალიცია არ არის დუქანი, ვისაც უნდა გავა, ვისაც უნდა შემოვა

კოალიცია არ არის დუქანი, ვისაც უნდა გავა, ვისაც უნდა შემოვა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ ჟურნალისტებს “რესპუბლიკური პარტიის“ გადაწყვეტილების შეფასებისას განუცხადა.
„კოალიცია არ არის დუქანი, ვისაც უნდა გავა, ვისაც უნდა შემოვა. ერთ-ერთი მთავარი „ქართული ოცნების“ გადასაწყვეტია, თუ რა კონფიგურაციით წარვდგებით არჩევნებზე“, – აღნიშნა ქანთარიამ.
“რესპუბლიკური პარტია” საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო არჩევნებში ასევე დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას პარტია “ქართული ოცნებაც”. შესაბამისი კომენტარი ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები