ომარ ნიშნიანიძე: „რესპუბლიკელებმა“ ხელისუფლებაში ყოფნით კარგად ისარგებლეს

„რესპუბლიკური პარტია“ აღარ არის ის პარტია, რომელიც იყო 2012 წელს“,-აღნიშნული შეფასება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ომარ ნიშნიანიძემ „რესპუბლიკური პარტიის” გადაწყვეტილების საპასუხოდ გააკეთა.
როგორც ნიშნიანიძე აცხადებს, მათ ხელისუფლებაში ყოფნით კარგად ისარგებლეს.
„მათ კარგად ისარგებლეს ხელისუფლებაში ყოფნით, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა დონეზე მათ წარმოდგენილი ჰყავთ საკმაო ძალა. მათ ალბათ გაუჩნდათ განცდა, რომ დამოუკიდებლად შეუძლიათ ბრძოლა, ვიდრე კოალიცია სთავაზობდა მათ კვოტებს“,-აღნიშნა ნიშნიანიძემ.
შეგახსენებთ, რომ „რესპუბლიკური პარტია“ არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები