სოსო მანჯავიძე: „რესპუბლიკური პარტიის“ პლატფორმა შეუთავსებელია კოალიციის წევრი სხვა პარტიებისათვის

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა წევრმა დეპუტატმა სოსო მანჯავიძემ კოალიციის შესაძლო დაშლასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი განმარტებით, „რესპუბლიკური პარტიის“ პლატფორმა კოალიციის წევრი სხვა პარტიებისთვის შეუთავსებელია. აღნიშნულის შესახებ მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„ქართული ოცნების“ წევები გამოდიოდნენ და სხვადასხვა პერიოდში განცხადებას აკეთებდნენ იმის შესახებ, რომ კარგი იქნებოდა, თუ კოალიციის წევრი პარტიები კენჭს ცალ-ცალკე იყრიდნენ. მთავარი აჟიოტაჟი „რესპუბლიკურ პარტიასთან“ დაკავშირებულმა მოვლენებმა გამოიწვია.
ცნობილია, რომ „რესპუბლიკურ პარტიას“ აქვს ისეთი პლატფორმა, რომელიც შეუთავსებელია კოალიციის წევრი სხვა პარტიებისათვის. ცოტა თავსებადობა მათ ჰქონდათ „თავისუფალ დემოკრატებთან“, მაგრამ ისინი აღარ არიან კოალიციის წევრები.
„რესპუბლიკურ პარტიას“ საქართვლოს მოსახლეობაში მხარდაჭერა არ აქვს და იმიტომ, რომ ისინი მკაფიოდ ახორციელებენ ე. წ. უმცირესობის მიერ უმრავლესობის მართვის დოქტრინას, რომელიც ახლა გავრცელებულია თანამედროვე მსოფლიოში. შესაბამისად, მათ მოღვაწეობის მანძილზე მყარი უარყოფითი დამოკიდებულება მოიხვეჭეს საქართველოს მოსახლეობის მხრიდან. აქედან გამომდინარე, ისინი ხელისუფლებაში მოდოდნენ ყოველთვის რომელიმე სხვა პარტიასთან ალიანსში. ასეთი გახლდათ 2012 წელს „ქართული ოცნება“. ხელისუფლებაში ყოფნა ერთია და მათი პრეტენზიები სრულიად შეუსაბამოა ელექტორალურ რესურსთან”, – განაცხადა მაჯავიძემ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები