ირაკლი აბესაძე ბაგა – ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ირაკლი აბესაძე საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, თემურ თორდინავას სამსახურიდან გათავისუფლებას და მის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას ითხოვს. განცხადება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მან დღეს, „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას გააკეთა. აღსანიშნავია, რომ აბესაძე ბაგა-ბაღებთან დაკავშირებულ მოვლენებს ქალაქის მერს, დავით ნარმანიასაც უკავშირებს და მისი პასუხისმგებლობის დაყენებასაც მოითხოვს.
„ბატონმა თორდინავამ უკვე გამოსცა ათეულობით უკანონო აქტი, რომელიც სავსებით შესაძლებელია, რომ გახდეს მისი თანამდებობიდან განთავისუფლების მიზეზი. მისგან ისმის საჯარო განცხადებები, რომ ის აიძულებს მის თანამშრომლებს, დაწერონ პირადი განცხადებები და ეს სისხლის სამართლის კოდექსით, კერძოდ, 169-ე მუხლით, დასჯადი ქმედებაა. ამაზე გამოძიება უნდა დაიწყოს. ჩვენ კარგად გვესმის, რომ თორდინავა არ იღებს ამ გადაწყვეტილებებს, არც თბილისის მერი, რომლის ამ საკითხთან მიმართებაში პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს. აუცილებელია დაიწყოს გამოძიება როგორც იძულების ფაქტების შესასწავლად, ასევე სხვა სახელმწიფო უწყებების მონაწილეობის შესახებ ამ პროცესში“,- განაცხადა აბესაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები