სენაკში საქონლის კანონდარღვევით ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
სენაკის რაიონში 14587.00 ლარის ღირებულების სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ელექტრონული სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინდა.
“შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს ოფიცრებმა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების მონიტორინგის მიზნით, ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებზე გადაამოწმეს ფორდის მარკის ა/მანქანა, რომლითაც ხორცილდებოდა “ნ.ნ“-ის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი შერეული საქონლის ტრანსპორტირება. ფაქტთან დაკავშირებით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების მიერ ჩატარდა შესაბამისი ექპერტიზა, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის საბაზრო-საორიენტაციო ღირებულებამ შეადგინა 14587.00 ლარი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271–ე მუხლის მე–7 ნაწილის გათვალისწინებით, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.