თბილისის ბაგა-ბაღებიდან გათავისუფლებული დირექტორების საკითხზე პარლამენტში იმსჯელებენ

თბილისის ბაგა-ბაღებიდან გათავისუფლებულ დირექტორთა შესახებ ინფორმაციის მოსმენა და საკითხის განხილვა პარლამენტში ხვალ გაიმართება. აღნიშნულ საკითხზე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა ჩაინიშნა, რომელიც ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში 12:00 საათზე დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, რამდენიმე ბაგა-ბაღის დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა. სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა ამის მიზეზად მათ მიერ მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას ასახელებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები