ვლადიმერ პაპავა: გადადგომა ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აწ უკვე ყოფილი რექტორი ვლადიმერ პაპავა მის გადადგომასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. მისი განცხადებით, მან გააანალიზა ბოლო პერიოდში უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები და გადადგომის გადაწყვეტილებაც თავად მიიღო.
“იცით ჩემი პრინციპული პოზიცია ამ დღეების განმავლობაში, როდესაც ვამბობდი, რომ გადადგომის საკითხი არ განიხილებოდა. დადგა დრო, როდესაც გაანალიზებული და გაცნობიერებულია სხვადასხვა პროცესი, რაზეც საუბარს არ ვთვლი მიზანშეწონილად და მივიღე გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება. აკადემიურმა საბჭომ დააკმაყოფილა ჩემი მოთხოვნა, მაგრამ კანონის მიხედვით, მოვალეობის შემსრულებლის ასარჩევად საჭირო არის დრო, რაც ნიშნავს იმას, რომ 1-ელ მაისამდე მე ვარ რექტორი. შემდეგ კი ჩატარდება მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები”, – განაცხადა პაპავამ.