ანი მიროტაძე – “ეროვნული ფორუმისთვის” ახალი პოლიტიკური კალენდარი იწყება
უმრავლესობის წევრის, ანი მიროტაძის განცხადებით, “ეროვნული ფორუმისთვის” ახალი პოლიტიკური კალენდარი იწყება. მისივე განმარტებით, 3 აპრილს დაგეგმილ ყრილობაზე კენჭისყრა ჩატარდება, სადაც გადაწყდება, თუ რა ფორმით მიიღებს “ეროვნული ფორუმი” არჩევნებში მონაწილეობას – მარტო თუ კოალიციასთან ერთად.
“3 აპრილს გვაქვს ყრილობა, სადაც მოწვეული არიან დელეგატები, ისინი შეირჩნენ კონფერენციებზე, რომლებიც უკვე ჩავატარეთ როგორც რაიონების, ისე რეგიონების მასშტაბით. კენჭისყრაზე საკითხი ასე დადგება – როგორ წარმოუდგენიათ მათ “ეროვნული ფორუმის” მონაწილეობა არჩევნებში – უნდა იყაროს კენჭი დამოუკიდებლად თუ კოალიციასთან ერთად. რა გადაწყვეტილებას მიიღებს უმრავლესობა, ის იქნება შესრულებული”, – განაცხადა მიროტაძემ.