ლადო პაპავამ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება თავად მიიღო
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც „კვირას“ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრესსამსახურში განუცხადეს, ვლადიმერ პაპავამ თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს განცხადებით მიმართა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი თანამდებობას პირველი მაისიდან დატოვებს. პაპავა ერთი თვის განმავლობაში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ფუნქციას შეასრულებს. ვლადიმერ პაპავა არც ხელახალ არჩევნებში იყრის კენჭს. ამის შესახებ თავად ყოფილმა რექტორმა განაცხადა.