ვახტანგ გომელაური: ჩამობრძანებულიყვნენ, კეთილი ენება ყველა პარლამენტარს თუ ოპოზიციურ მხარეს და მოესმინათ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ის მზად იყო, ყველა დეპუტატის შეკითხვისთვის გაეცა პასუხი.

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ის პარასკევს დაგეგმილ სხდომას ვერ დაესწრება და ამის შესახებ პარლამენტარებმა წინასწარ იცოდნენ.

“არ შედგა კვორუმი. მე ჩამოვედი თბილისიდან იმისთვის, რომ პასუხები გამეცა, ჩემი ანგარიში წარმედგინა პარლამენტისთვის. მე დიდ პატივს ვცემ საქართველოს პარლამენტს. მნიშვნელობა არ აქვს, ყველა ოპოზიცია იქნება თუ უმრავლესობა, ყველას დიდ პატივს ვცემ, ჩამოვედი მაგისთვის. პარასკევს მე ვერ ჩამოვალ ნამდვილად. წინასწარ იცოდნენ ეს პარლამენტარებმა და მომავალში ვნახოთ, გადავწყვეტთ. მე ჩამოვბრძანდი აქ, რომ პარლამენტისთვის წარმედგინა ჩემი ანგარიში, ყველა კითხვაზე გამეცა პასუხი. ჩამობრძანებულიყვნენ, კეთილი ენება ყველა პარლამენტარს თუ ოპოზიციურ მხარეს და მოესმინათ. ეს, მე მგონი, ჩემი ბრალი არ არის, რომ არ შედგა კვორუმი და ამაზე გააკეთებენ მერე პარლამენტარები განცხადებას“, – განუცხადა ჟურნალისტებს ვახტანგ გომელაურმა. შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში დეპუტატებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის ანგარიში უნდა მოესმინათ, თუმცა სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები