თეა წულუკიანი: ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით აფხაზი და ოსი თანამოძმეებიც ისარგებლებენ

“საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა ის პროგრესი, რაც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პირობებში ბოლო სამი წლის განმავლობაში იქნა მიღწეული”, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი განმარტებით, საუბარია, მიგრაციის ნაკადების და საზღვრის მართვაზე, უსაფრთხო დოკუმენტებზე, რომლებსაც ვერავინ აყალბებს.
„ასეთი გახლავთ სწორედ საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი.
თუკი ზაფხულში დადებითად გადაწყდება ევროკავშირთან უვიზოდ მიმოსვლის საკითხი, რაშიც ჩვენ საფრანგეთი გვერდში გვიდგას, ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოძმეებიც შეძლებენ ამ სიკეთით სარგებლობას. ამასთან, საჭირო იქნება, მათ ჰქონდეთ საქართველოს მოქალაქის პასპორტი და ვერ გამოადგებათ ე.წ. ნეიტრალური დოკუმენტი”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები