მოსამართლე გიორგი ებანოიძის ყოფილი მეუღლე დააკავეს
სამართალდამცავებმა ქურდობის ბრალდებით 33 წლის ქალბატონი დააკავეს. ა.ი-ს მეგობრისგან 30 ათასი ლარის ღირებულების ძვირფასეულობის მოპარვა ედება ბრალად.
როგორც დაზარალებულის ახლობელმა “პრაიმტაიმს” აცნობა, ბრალდებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის, გიორგი ებანოიძის მეუღლეა. ინფორმაცია ჩვენ პირადად მოსამართლე ებანოიძესთან გადავამოწმეთ. ის დაკავების შესახებ ინფორმირებულია, თუმცა ამბობს, რომ ა.ი-თან ოფიციალურ ქორწინებაში აღარ იმყოფება.
“მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია ჩემთვისაც ცნობილია. მინდა გითხრათ, რომ ოფიციალურად ის ჩემი მეუღლე აღარ არის. გვყავს საერთო შვილები, მაგრამ უკვე დავშორდით”, – ამბობს გიორგი ებანოიძე.
წყარო: “პრაიმტაიმი“