ირაკლი შიხიაშვილი თანამდებობიდან წასვლის მიზეზს განმარტავს – ვიდეო
ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ყოფილი უფროსი ირაკლი შიხიაშვილი თანამდებობიდან წასვლის საკითხს განმარტავს.
როგორც შიხიაშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დესტრუქციული ძალების მხრიდან მის მიმართ რამდენიმე თვის განმავლობაში მიზანმიმართული მარგინალიზაცია მიმდინარეობდა.
მისი თქმით, დაგეგმილი პროექტების განხორციელებას რომ ხელი არ შეშლოდა, ამიტომ გადაწყვიტა თანამდებობის დატოვება.
“რამდენიმე თვის განმავლობაში მიდიოდა ჩემი მიზანმიმართული მარგინალიზაცია, საკმაოდ დესტრუქციული ძალების მხრიდან. მართული ძალების მხრიდან. მე ვფიქრობდი, რომ შეიძლება ეს ყველაფერი ცუდად ასახულიყო სამსახურის სამომავლო მუშაობაზე. ვთვლი, რომ სჯობდა, მე დამეტოვებინა თანამდებობა და ხელისუფლებისთვის საშუალება მიმეცა, რომ უფრო თავისუფლად განეხორციელებინა და მე არ ვყოლიყავი ამის შემაფერხებელი. მინდა გითხრათ, რომ ამას პრემიერ-მინისტრი დაეთანხმა “,- გაანცხადა შიხიაშვილმა.