მაქს ბლაუენშტაინი: ჩვენი საწარმო მაქსიმუმს აკეთებს, რომ საუკეთესო შედეგი აჩვენოს

ჩვენი საწარმო მაქსიმუმს აკეთებს, რომ საუკეთესო შედეგი აჩვენოს, – ამის შესახებ “კვირას“ კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველოს“ დამფუძნებელმა მაქს ბლაუენშტაინმა კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველოს“ საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციის დაწყებამდე განუცხადა.
მისი განმარტებით, ის ძალიან კმაყოფილია იმ შედეგებით, რასაც მისმა კომპანიამ საქართველოში მიაღწია.
„ბლაუენშტაინ საქართველოს“ დამფუძნებელი ამბობს, რომ უახლოეს მომავალში კომპანია კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს.
“შეკითხვაზე არის თუ არა მარტივი საქართველოში ბიზნესის კეთება, გეტყვით, რომ ცხოვრებაში მარტივი არაფერია. ყველაფერს შრომა და მაქსიმალურად დახარჯვა სჭირდება. ჩვენი საწარმო მაქსიმუმს აკეთებს, რომ საუკეთესო შედეგი აჩვენოს, ჩვენ ახალ სამუშაო ადგილებსაც ვქმნით. 50- ზე მეტი ადამიანია დასაქმებული მთლიანად კომპანიაში და მინდა გითხრათ, რომ მე მათ შორის ერთადერთი უცხოელი ვარ. გვსურს, რომ ჩვენი წარმოება კიდევ უფრო გაიზარდოს“, – განუცხადა “კვირას“ მაქს ბლაუენშტაინმა.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილია კომპანიის ფერმერთა მუშაობის ამსახველი ფოტოები. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც ესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები