ბრიუსელის მერი – ჩვენს ქალაქში უახლოეს მომავალში მშვიდი ცხოვრება აღარ იქნება

ბრიუსელის მერი ივან მაიორი ამბობს, რომ ბელგიის ხელისუფლებამ როგორც 22 მარტის ტერაქტებამდე, ასევე მათ შემდეგ შეცდომები დაუშვა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
„იყო თუ არა შეცდომები? – რა თქმა უნდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ტერაქტები არ მოხდებოდა. ყველაფერი ეს უნდა გაანალიზდეს“, – განაცხადა ბრისუელის მერმა.
კერძოდ, მისი აზრით, შეცდომა იყო ტერაქტებში ეჭვმიტანილი პირის, ფაისალა შეიფუს გათავისუფლება, რომელიც არასაკმარისი ნივთმტკიცებულებების გამო გაათავისუფლეს. მაიორის ინფორმაციით, შეფუ ჯიჰადისტების რიგებში მიგრანტების „დავერბოვკებით“ იყო დაკავებული.
ჟურნალისტთა შეკითხვაზე, როდის დაუბრუნდება ბრიუსელი ნორმალურ ცხოვრებას, ივან მაიორმა აღნიშნა, რომ „ასეთი რამ, როგორიცაა „ნორმალური ცხოვრება“, აღარ არსებობს. ჩვენ ამ ტერმინს უნდა გადავხედოთ“, – აცხადებს ბრიუსელის მერი.
ივან მაიორმა შეხვედრა გამართა პარიზელ კოლეგასთან ან იდალგოსთან და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხები და ის ღონისძიებები განიხილა, რაც ამ ქალაქებში უნდა გატარდეს, რათა მომავალში მსგავსი თავდასხმების შესაძლებლობები მინიმუმამდე შემცირდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები