მიხეილ სააკაშვილი დავით საყვარელიძის გადადგომაზე პრეზიდენტის რეაქციას ელოდება

ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს რეაქციას ელოდება, გენერალური პროკურორის მოადგილის დავით საყვარელიძის გადაყენებაზე. ამის შესახებ ოდესის გუბერნატორმა ფეისბუქის გვერდზე დაწერა.
სააკაშვილი აღშფოთებულია, რომ საყვარელიძის გადაყენება წერილით დაასაბუთეს, რომელიც, გუბერნატორის თქმით, ოდესის მაფიის უფროსმა სერგეი კივალოვმა და „საერთაშორისო თაღლითმა“, „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ დეპუტატმა დიმიტრი გოლუბოვმა მოაწერეს ხელი.
„პრეცედენტის შექმნას, როდესაც პროკურორს ადგილობრივი ხელისუფლების, იმ ადამიანების მოთხოვნის გამო ხსნიან თანამდებობიდან, რომლებიც სეპარატიზმსა და ორგანიზებულ დანაშაულში არიან ჩართულები, ქვეყნისთვის ძალიან მძიმე შედეგები ექნება”, – წერს სააკაშვილი.
სააკაშვილი აცხადებს, რომ პეტრო პოროშენკომ მომხდართან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსიროს, ვინაიდან პრეზიდენტი კონსტიტუციის გარანტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები