ეგვიპტეში გატაცებული ავიალაინერი კვიპროსში დაჯდა

ავიაკომპანია Egyptair-ის თვითმფრინავი A320, რომელიც ალექსანდრიიდან კაიროში მიფრინავდა, გაიტაცეს. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, თვითმფრინავი მოგვიანებით კვიპროსის ქალაქ ლარნაკის აეროპორტში დაჯდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბორტზე შესაძლოა, ასაფეთქებელი მოწყობილობა იყოს. ავიალაინერში 81 მგზავრი იმყოფება. მომხდართან დაკავშირებით კვიპროსში კრიზისული შტაბი შეიქმნა.
გამტაცებლების მოთხოვნების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები