ფილიპინებზე 10 ინდონეზიელი მეზღვაური გაიტაცეს

ფილიპინებზე დაჯგუფება „აბუ საიაფის“ „ბოევიკებმა“, რომლებიც „ალ-ქაიდასთან“ არიან დაკავშირებულები, მცირე ზომის გემს თავს დაესხნენ და მისი ეკიპაჟის 10 წევრი გაიტაცეს. ყველა გატაცებული ინდონეზიის მოქალაქეა. ამის შესახებ ინდონეზიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა არმანატა ნასირმა განაცხადა. გემის მფლობელებს უკვე დაუკავშირდა ერთ-ერთი პირი, რომელმაც საკუთარი თავი წარმოადგინა, როგორც ექსტრემისტული დაჯგუფების წევრი. მძევლების გათავისუფლებლად ამ პირმა მილიონი დოლარი მოითხოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები