იტალიის სანაპიროსთან ორ დღეში 500 მიგრანტი გადაარჩინეს

იტალიის სანაპირო დაცვამ კუნძულ სიცილიის მახლობლად ბოლო ორი დღის განმავლობაში 500 მიგრანტი გადაარჩინა. იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან ქვეყანაში 13 829 არალეგალური მიგრანტი ჩავიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 38 %-ით მეტია. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებიდან არალეგალები სულ უფრო ხშირად ირჩევენ სახიფათო მარშრუტს – იტალიაში ხმელათაშუა ზღვის გავლით, მაშინ, როდესაც ევროპაში თურქეთისა და საბერძნეთის გავლით ჩასვლის მსურველ მიგრანტთა რაოდენობა ნელ-ნელა მცირდება. ევროკავშირსა და თურქეთს შორის ერთი კვირის წინ მიღწეული შეთანხმების შედეგად ყველა მიგრანტი, ვინც საბერძნეთში თავშესაფარზე უარს მიიღებს, უკან, თურქეთში იქნება დეპორტირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები