სირიაში სამთავრობო ძალები შეტევას განაგრძობენ

სირიის სამთავრობო ძალები „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ შეტევას განაგრძობენ. ამჟამად შეტევა ქალაქ ელ-კარიატეინის მიმართულებით მიმდინარეობს. ეს ქალაქი პალმირას მახლობლად მდებარეობს, რომელიც სირიელმა სამხედროებმა 2 დღის წინ აიღეს. პალმირას აღების შემდეგ სირიის არმიამ ამ ქალაქსა და დეირ-ეზ ზორას შორის გზაზე კონტროლი დაამყარა. გაეროს მონაცემებით, დეირ- ეზ- ზორას 200-ათასიანი მოსახლეობა სურსათის მწვავე დეფიციტს განიცდის. „ბი-ბი-სის“ ცნობით, სირიის არმიის შეტევა რუსული ავიაციის მხარდაჭერით მიმდინარერობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები